რეზონანსი
15.10.2022

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა ვა­კის პარ­კის მთა­ვა­რი მე­ბა­ღის, დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის აქტი - გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თან­ხებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად რი­ცხავ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა „ლა­ი­ვი", სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბა და მე­ბა­ღე, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზო­გი­ერ­თი უტაქ­ტო­დაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი ამბობს, საქ­მის კურ­სში არ იყო და მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წა­მო­წყე­ბა.

„მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვი­თონ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი, რი­თაც შე­მიძ­ლია და ალ­ბათ ამ თან­ხა­საც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ" - ამ­ბობს დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

„არ ვი­ყა­ვი საქ­მის კურ­სში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ჩემს ან­გა­რიშ­ზე თან­და­თან თან­ხე­ბი რომ ირი­ცხე­ბო­და. ვერ გა­ვი­გე, ან­გა­რი­ში სა­ი­დან იცოდ­ნენ, ვინ და რო­გორ გა­ავ­რცე­ლა... მერე „ტვ პირ­ვე­ლი­დან" და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, ეს ჩვენ გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, თქვენს მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მო­ე­ხა­ტა­თო. ვუ­თხა­რი, რომ არ იყო სა­ჭი­რო. ნეტა, ის გო­გო­ნა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ამით უფრო ვი­ა­მა­ყებ­დი და ეს იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი-თქო. არა, არა­ფე­რია, არ იუ­ხერ­ხუ­ლოთ, ოჯახს მო­ახ­მა­რეთ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ასეო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ არ იყო სა­ჭი­რო...

ფუ­ლის გუ­ლის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, ამა­ზე რო­გორ უნდა მე­ფიქ­რა, ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვე­დი წყალ­ში.

თვი­თონ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში იქეთ ვრი­ცხავ­დი, რაც შე­მეძ­ლო. ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, უბ­რა­ლოდ, არ იყო სა­ჭი­რო, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია, არა­ვინ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ან საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ქი­რით ვცხოვ­რობ ერთ პა­ტა­რა მოჭყუ­ნულ ოთახ­ში და ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს ქი­რა­ში ვიხ­დი­დი, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და ასე მომ­ხდა­რი­ყო. ასე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ, არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი შე­მი­ჩივ­ლია და მი­თხო­ვია, რა­საც ვშრო­მობ­დი, ცოტა იყო თუ - ბევ­რი, იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. უფ­ლის წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ ყვე­ლას", - თქვა დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლმა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×