რეზონანსი
15.10.2022

„ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ბავშვის მდგომარეობა დღეს სტაბილურია. ბავშვი კონტაქტში შედის თავის მშობლებთან, ორშაბათიდან მასთან იმუშავებს ფსიქოლოგი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვის მდგომარეობა გაწერამდე კარგად იყოს. ბავშვი მოხსნილია სასუნთქი ვენტილაციიდან, ყველა პარამეტრი ნორმაშია. მისი მეგობრის გარდაცვალების შესახებ არ იცის. მოზარდი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რაღაცა რისკები არსებობს, მაგრამ მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია", - განაცხადა დავით ციბაძემ „ტვ პირველთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×