რეზონანსი
15.10.2022

ვა­კე­ში მდე­ბა­რე სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვილს დღეს, 15:00 სა­ათ­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

გუ­შინ გო­გო­ნას მშობ­ლებს პი­რა­დად მი­უ­სამ­ძიმ­რა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას და­ზუს­ტდა კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს ელექტრო­ო­ბი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­საც მოჰ­ყვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×