რეზონანსი
15.10.2022

გარდაცვლილ 33 წლის გოგონას აბორტი, ციხიდან ახლახან გამოსულმა ექიმმა გაუკეთა

ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე 2020 წლის იანვარში დატოვა. იგი სასჯელს, 22 წლის ვიოლეტა მატიონოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის იხდიდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ახალგაზრდა გოგოს N2 ახალ სამშობიაროში, ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ აბორტი გაუკეთა. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში ინფექციურში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხდა. როგორც „მეგა ტვ"-ისთვის გახდა ცნობილი, გოგონას აბორტის საჭიროება ჰქონდა. 33 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ.

წყარო: მეგა ტვ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×