რეზონანსი
15.10.2022

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითთა გადასასვლელზე მოპედი ქალს შეეჯახა. მოპედი "ზებრაზე" სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ დროს მოძრაობდა, რა დროსაც ქალმა გადასასვლელზე გადაირბინა.

"ზებრაზე გადმოდიოდა მწვანე იყო და მე გავიარე მაგ დროს. გადმოირბინა და მანქანების შუაში რომ გავიარე, ვერ დავინახე. მწვანე რომ იყო გავიარე მანქანების შუაში და რომ ვერ დავინახე და დავარტყი", - განუცხადა "ინფო რუსთავს" მოპედის მძღოლმა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა, ნათია ასათიანმა განაცხადა, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემოსვლისას პაციენტი იყო გონზე, კონტაქტური. აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები, შუბლის არეში ნახეთქი ჭრილობა. ჩაუტარდა კვლევები, კონსულტაციები, მათ შორის გადაღებულ იქნა კატე კვლევა, სადაც მწვავე დაზიანება არ აღენიშნება. პაციენტი იმყოფება კლინიკაში დაკვირვების მიზნით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს ექიმი.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×