რეზონანსი
14.10.2022

კახი კალაძე კლინიკაში ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის მოსანახულებლად იმყოფებოდა. მერმა მედიასთან თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ოპოზიციური პარტიები სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

გამოძიების ეფექტურად და სამართლიანად წარმართვაში დარწმუნებული არიან "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის და საკრებულოს მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საგამოძიებო ჯგუფი უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც დაუდევრობასა თუ არაპროფესიონალიზმს ეხება.

ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიტიკოსების მხრიდან დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა მხოლოდ სამძიმრით არ გამოიხატება.

პასუხისმგებლობის საკითხზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც საუბრობდნენ. დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" ამბობენ, რომ საქმეში არცერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×