რეზონანსი
14.10.2022

ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არის რუტინული, განმეორებადი სასწავლო აქტივობა და არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან", - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

აღინიშნება, რომ სწავლებაში 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. ისევე როგორც წინა წელს, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული B-52 ბომბდამშენები.

სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის ტერიტორიაზე, რომელიც მასპინძლობს წვრთნებს, ასევე ჩრდილოეთ ზღვასა და დიდ ბრიტანეთში. წვრთნების დროს საბრძოლო სროლის ვარჯიშები არ ჩატარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×