რეზონანსი
14.10.2022

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის თანამგზავრულმა საკომუნიკაციო სერვისებმა განაგრძონ მუშაობა უკრაინაში. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

„მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მოგვწონს ეს თუ არა, ილონ მასკი დაგვეხმარა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გაგვეძლო. ბიზნესს აქვს საკუთარი სტრატეგიის ქონის უფლება. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-მა განაგრძოს მუშაობა. ჩვენ ველით, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე", - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, CNN-ის ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ილონ მასკის SpaceX-მა პენტაგონს გაუგზავნა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ვეღარ შეძლებს Starlink-ის სერვისის დაფინანსებას.

წერილში მასკი პენტაგონს სთხოვს, თავის თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების დაფინანსება, რომელიც SpaceX-ის მტკიცებით, წლის დარჩენილ პერიოდში 120 მილიონ დოლარზე მეტი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კი - შეიძლება 400 მილიონ დოლარამდე დაჯდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×