რეზონანსი
14.10.2022

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესები იყოს ჩადებული, ეს ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირე პარტიები იყვნენ ჩართული და საბოლოო ჯამში, ამ რეზოლუციას ჩრდილიც მიაყენეს იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" და სააკაშვილს პირდაპირ ხელი დაადეს, როგორც ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. ჩვენ ამას „ნაციონალური მოძრაობისგან" შეჩვეული ვართ. მათთვის ქვეყნისა და საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, ეს გასაგებია და აქაც სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტიას" იყენებენ იმისთვის, რომ ასეთი „ჩაწერილი" წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში", - აცხადებს პაპუაშვილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსნებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსნები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×