რეზონანსი
14.10.2022

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის თქმით , რუსეთში ახლა ფაქტობრივად მინიმუმ 4 არმია ჩნდება, რომლებიც ერთმანეთში კონფლიქტს დაიწყებენ.

დანილოვი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს "საკუთარი არმია" ჰყავს, რომელიც პირობითად არ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. ასევე "საკუთარი არმია" ჰყავს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელს ევგენი პრიგოჟინს. კიდევ ერთი "არმია" - როსგვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს ჰყავს. მეოთხე არმიას კი მინისტრ შოიგუს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები წარმოადგენენ.

"რუსეთში ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა. იქ დღეისთვის უკვე მინიმუმ ოთხი არმია ჩნდება. როგორ დაიწყებენ ისინი ერთმანეთთან საუბარს, როგორ მიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ მოვლენებში, ჯერ რთულია ამის თქმა... ეს ოთხი არმია ადრე თუ გვიან დაიწყებს ერთმანეთთან კამათს. მე არაერთხელ მითქვამს: როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსების ხოცვას - ეს მხოლოდ დროის საკითხია", - აღნიშნა დანილოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×