რეზონანსი
14.10.2022

რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება არ წამოსულა.

„როდესაც დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება, თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო. მიმაჩნია, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებულია", - განაცხადა პუტინმა.

მისი განმარტებით, კონტაქტის ხაზის სიგრძე ათას კილომეტრს აჭარბებს და მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცებით შეუძლებელია, ამიტომ საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×