რეზონანსი
14.10.2022

ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ვე­ტე­რან­მა მო­ჭი­და­ვემ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა...

„დღეს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დი მო­საზ­რე­ბის გამო ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დი­უმ­ზე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და ასე­ვე პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რო­ბა! რაც პრე­ზი­დენ­ტმა დაკ­მა­ყო­ფი­ლა!

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა დღემ­დე ვემ­სა­ხუ­რე ჩემს სამ­შობ­ლოს სი­ცო­ცხლის ფა­სად! არ გა­მიც­ვლია ჩემი სამ­შობ­ლოს სალი კლდე­ე­ბი სხვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დღეს და­უ­ჯე­რე­ბელ სიმ­დიდ­რე­ზე! და თუ რა შევ­ძე­ლი ეს ღმერ­თმა და მთელ­მა ჩემა ერმა იცის, რო­მე­ლიც უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით მაძ­ლი­ე­რებს სა­დაც არ უნდა ვიყო მთა­სა თუ ბარ­ში!

ასე რომ ყვე­ლა­ზე დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩემ­თვის იყო და არის ღმერ­თი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას კი მო­მა­ვალ­ში ვუ­სურ­ვებ დიდ წარ­მა­ტე­ბებს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­დი­დებ­ლად...", - წერს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 2012 წლის დე­კემ­ბრი­დან 2014 წლის დე­კემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვე­ტე­რან­მა სპორ­ტსმენ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­და­ი­ნაც­ვლა. 2015 წელს, ის გარ­დაც­ვლი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ავდლი­ა­ნის ად­გილ­მო­ნაც­ვლე გახ­და და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი სა­მუ­შა­ოდ ისევ ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×