რეზონანსი
14.10.2022

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ბავშვი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სახლში დღეს გაეწერა.

კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია" მოთავსებული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 13 წლის ლაზარე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×