რეზონანსი
14.10.2022

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. აზარაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" დაშავებული მოზარდი მოინახულა.

„ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ვფიქრობ, მომდევნო ერთი საათის განმავლობაში თვითონ ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს", - განაცხადა აზარაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მორალური პასუხისმგებლობა, აზარაშვილი ასე პასუხობს: „ფაქტი ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებზე დღეს არ გიპასუხებთ, ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და თვითონ ბავშვიც ვნახე".

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×