რეზონანსი
14.10.2022

SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ს უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტ სერვისის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება არ შეუძლია.

„SpaceX-ი წარსული ხარჯების ანაზღაურებას არ ითხოვს, მაგრამ ასევე ვერ დააფინანსებს არსებულ სისტემას განუსაზღვრელი ვადით და ვერ გააგზავნის [უკრაინაში] კიდევ რამდენიმე ათას ტერმინალს", - აღნიშნა ილონ მასკმა.

ილონ მასკის თქმით, Starlink-ი თვეში თითქმის 20 მილიონ დოლარს ხარჯავს უკრაინაში სატელიტური სერვისების მხარდაჭერაზე.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სექტემბერში SpaceX-მა პენტაგონს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ვერ გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის სერვისის დაფინანსებას და შესაძლოა შეწყვიტოს მისი დაფინანსება, თუ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი არ დაეხმარება კომპანიას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×