რეზონანსი
14.10.2022

თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თიაფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

კანონპროექტს აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიის თავისუფლების დამცველი აქტივისტები, რადგან მათი აზრით, ახალი კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

კრიტიკოსების ყველაზე მეტ შეშფოთებას კანონის 29-ე მუხლის იწვევს, რომლითაც „შიშისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით" თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონი საბოლოო დამტკიცებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×