რეზონანსი
14.10.2022

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კონტაქტური გახდა. რამდენიმე წუთის წინ ლაზარემ ბუნებრივად გამოიღვიძა, ტვინის ფუნქციონირება აღდგა და დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც. ბიჭმა ხელ-ფეხი გაამოძრავა.

სკოლის მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ ბლოკში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ორი ბავშვი ისე კლინიკაში რჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×