რეზონანსი
14.10.2022

სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობების, რომელიც ყველას გვაერთიანებს ეს არის სარწმუნოება, მართლმადიდებლობა რწმენა, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთელ საქართველოს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცა.

„დიდი პატივია, მოგმართოთ, მოგილოცოთ ყველას სვეტიცხოვლობის დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობების, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ეს არის სარწმუნოება, მართლმადიდებლობა რწმენა, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე.

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×