რეზონანსი
14.10.2022

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება.

ამ დროისთვის იკითხებიან „გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. ისინი გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინდელი დღის შემდეგ იმყოფებიან.

როგორც გიგა გიგაშვილმა გუშინ განაცხადა, ვაკის პარკში შადრევნის ჩაბარება ექსპერტიზის საფუძველზე მოხდა. ​მისივე თქმით, შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ფურცხვანიძემ კი, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა - „დიახ, მე ვარ პასუხისმგებელი".

ამასთან, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კომპანია „გრინსერვისის" წარმომადგენლებიც, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკში „გრინსერვისმა" ჩაატარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×