რეზონანსი
14.10.2022

ყოველთვის ეს დღესასწაული აღინიშნება განსაკუთრებული ზეიმით და სიხარულით, თუმცა გუშინდელმა ტრაგედიამ დღევანდელი დღის განწყობა შეცვალა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია არის გულსატკენი და შევთხოვთ ღმერთს ამ უდანაშაულო ადამიანის, ჩვენი შვილის სულის ცათა სასუფეველში დამკვიდრებას და ცხონებას. ამისთვის დღეს მსახურებაზე რა თქმა უნდა ვილოცებთ", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×