რეზონანსი
13.10.2022

უსინდისო ჩინოვნიკებს ვუთხრათ, რომ წადით! - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.

„ახლა, ამ ტრაგედიის დროს მთელი ქალაქი იქნებოდა გარეთ გამოსული, მაგრამ სიკვდილშიც ორმაგი სტანდარტი ძალიან ცულია. არ შეიძლება ყველაფერი დაფინანსებაზე იყოს აგებული. სხვისი შვილი ამ დროს არ არსებობს, ყველა ბავშვი ჩვენია. კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყანა. კორუფციაზე დიდი მტერი არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს, ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ. ეს ტიპური შემთხვევაა კორუფციული მსხვერპლისა. ჩვენი შვილები თუ დაგვეღუპნენ იმიტომ, რომ ვერ დაძღნენ და ვიღაცის მუცელი გაძღეს, ალბათ რაღაც უნდა ვიღონოთ. გამოვიდეთ და კორუფციას ვუთხრათ არა! უსინდისო ჩინოვნიკებს ვუთხრათ, რომ წადით! ეს არის ნორმალური ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, დღეს აქ მთელი ქალაქი უნდა იდგე, ჩემი აზრით", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×