რეზონანსი
12.10.2022

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღებს.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ დამარცხება შეუძლია.

„გადაწყვეტილებას ნოემბრის არჩევნების შემდეგ მივიღებ. მჯერა, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია დონალდ ტრამპის დამარცხება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×