რეზონანსი
12.10.2022

უკრაინა და მოლდოვა ახლა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან, დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ასევე ვაღიარებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ცვლილებების ქარი კვლავ უბერავს ევროპაში".

„ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია, ან როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლებმა ბერლინის კედელი დაანგრიეს.

რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობაა მათ ყველანაირად დავუჭიროთ მხარი. ეს არის ევროპის მომენტი და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ გამოვიყენოთ ეს მომენტი", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×