რეზონანსი
12.10.2022

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობის მხრიდან პიტბულის ჯიშის ძაღლების ქუჩაში დატოვების და თავშესაფარში მიყვანის შემთხვევები გახშირდა.

"გაივსო თავშესაფარი სახლიდან გამოგდებული პიტბულებით.

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ დღეის იქით აღარ მივიღებ პიტბულს თავშესაფარში, კეთილი ინებეთ და ლეკვობიდან გაზრდილი ეს ჯიში დაიტოვეთ სახლში, ნუ ხართ ქვეშაფსია ლაჩრები.

თუ აგრესია აქვს პატრონის მიმართ, მაშინ წაიყვანეთ კლინიკაში და იცით რა უნდა გააკეთოთ, ქუჩაში რომ ტოვებთ აგრესიულ პიტს, ამით ხომ სხვის სიცოცხლეს აყენებთ საფრთხეში?

დღეს გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან მივიღე ეს ძალიან წყნარი და ჭკვიანი ხვადი პიტბული. პატრონმა ქუჩაში დატოვა, მიზეზი უცნობია", - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×