რეზონანსი
12.10.2022

გასულ წელს და წელს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს - შს მინისტრის მოადგილე

გასულ წელს და წელს, გვაქვს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცედენტო რაოდენობა,132-ზე მეტი პირია დაკავებული და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს , - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ინიციატორი საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც 10 წლიდან იწყება თავისუფლების აღკვეთა ნარკოგამსაღებლის წინააღმდეგ, როდესაც ის ამ ქმედებას ჩაიდენს. გარდა ამისა, გასულ წელს და წელს, გვაქვს ნარკორეალიზატორების დაკავების უპრეცედენტო რაოდენობა.

132-ზე მეტი პირია დაკავებული და ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოგამსაღებლებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული და ეს იმ პირობებში, როდესაც, ნარკორეალიზატორი რომ პასუხისგებაში მიეცეს, საჭიროა ძალიან მაღალი დონის მტკიცებულებები, მათ შორის, გადაღებული ფაქტი უშუალოდ ნარკოტიკის გასაღების და ა.შ. ჩვენ ამ მტკიცებულებითი სტანდარტის პირობებში მოვახერხეთ 132 პირზე მეტის პასუხისგებაში მიცემა, რაც, ვფიქრობ, რომ ჩვენს ეფექტურობაზე მიუთითებს", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×