რეზონანსი
12.10.2022

უკრაინელებმა 18 წუთში რუსების 4 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

"12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 08:58 საათამდე, უკრაინის სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52).

წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი - საკონტაქტო ხაზს იქით", - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უწყება არ გამორიცხავს, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები კიდევ ორი რუსული საფრენი საშუალების განეიტრალებას ცდილობენ.

ცნობისთვის, ერთი ასეთი საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×