რეზონანსი
12.10.2022

უბედურ შემთხვევას რუსთავში 20 წლის დათო მაჭარაშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადავარდა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები გამოეხმაურნენ.

„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ დათო. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ აღარ ხარ. ჩვენი კლასელობა გამახსენდა. ჩვენი სკოლის პერიოდი წარმომიდგა თვალწინ. ერთად გატარებული წუთები, დღეები, კვირები, წლები. ღმერთო. ალბომმა გამახსენა ჩვენი ბედნიერი ბავშვობა. მზრუნველი და ალალ-მართალი ბიჭი იყავი, ჩემო დავითა. უნახავად გვერდს არ გამივლიდი არასდროს. გული მტკივა, მეგლიჯება, რატომ ხდება ასე, რატომ. ჩემს გულში ყოველთვის იქნები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული ჩემო დავითა", - წერს თამუნა მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×