რეზონანსი
12.10.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გია ხარჩილავა პოლიტიკურად უინტერესოა, ამიტომ მისი ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია.

„თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, ეს არის გია ხარჩილავა. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესზე და შურისძიებაზე საუბარი არის ძალიან უხერხული და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება ფაქტს, შესაბამისი უწყებები დაადგენენ ყველაფერს და ამ თემაზე ამ პარტიისგან პოლიტიკური სპეკულირება, ცხადია, არავის უკვირს", - აცხადებს იონათამიშვილი.

წალენჯიხის მერის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან მისი პირადი ავტომობილი დაწვეს. შსს-მ ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×