რეზონანსი
12.10.2022

დონეცკის ოლქში დასახლება ავდეევკასთვის რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ავდეევკას ცენტრალურ ბაზარზე.

„ასეთ დაბომბვას არ აქვს არანაირი სამხედრო ლოგიკა - მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის მოკვლისა და სხვების დაშინების შეუკავებელი სწრაფვა. ამაშია რუსების მთელი არსი. მათ არ ძალუძთ უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს", - წერს კირილენკო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×