რეზონანსი
12.10.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის პრეს სპიკერი ყირიმის ხიდზე აფეთქების შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ტერორისტულ თავდასხმის" სქემაზე პასუხისმგებელი უკრაინის სადაზვერვო დირექტორატია, სისულელეს უწოდებს.

დღეს, 12 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხიდზე აფეთქება დირექტორატის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ორგანიზებული იყო და მის განხორციელებაში მონაწილეობა 12-მა ადამიანმა, მათ შორის რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებმა მიიღეს. FSB-ის ცნობით, 8 მათგანი დააკავეს.

„FSB-ის და საგამოძიებო კომიტეტის ყველა ქმედება სისულელეა. ეს ის ყალბი სტრუქტურებია, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურება, ამიტომ ჩვენ მათ ჩვეულ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. გასაოცარია, რომ ყირიმის ხიდზე ამ დრომდე არ უპოვიათ ბიზნეს ბარათი" - აცხადებს ანდრეი იუსოვი.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე "ტერორისტული აფეთქების" სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB-ის თქმით, ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

რუსეთის ცნობით, უკვე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 უკრაინის.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.

უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა.

FSB აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.

რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ მარშრუტს აკონტრლებდა უკრაინის თავდაცვის უწყება და მისი დაზვერვის მთავარი დირექტორატის თანამშრომელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×