რეზონანსი
12.10.2022

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ გია ხარჩილავას მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, საწვავი გადაასხეს და დაწვეს.

თავად ხარჩილავაც ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება.

"ეს ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო", - აღნიშნაა ხარჩილავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×