რეზონანსი
11.10.2022

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ სვიატოჰირსკში, წამების პალატა აღმოაჩინეს, სადაც რუსული არმია ოკუპაციის დროს ხალხს აწამებდა.

არსებული ინფორმაციით, პალატა დასასვენებელ პანსიონატში იყო განთავსებული.

სამართალდამცავების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა, იქ ძალის გამოყენებით დააკავეს.

"შემოწმებისას სუს-ის ოპერატიულებმა და გამომძიებლებმა აღმოაჩინეს საგნები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს წამების ნიშნებზე. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების კომპლექსი...ამჟამად გამომძიებლები ადგენენ როგორც მსხვერპლთა, ასევე წამებაში მონაწილე არაადამიანების რაოდენობას და ვინაობას", - წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინელებმა გათავისუფლებულ ხარკოვის რეგიონში 10 წამების ოთახი აღმოაჩინეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×