რეზონანსი
11.10.2022

აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-მა უკვე დაიწყო NASAMS-ის პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი და იგი "უახლოეს მომავალში" დასრულდება.

მან ზუსტი თარიღები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ "უდავოდ დაინტერესებულია" სისტემების მიწოდების დაჩქარებაში.

ინფორმაციისთვის, უკრაინისთვის NASAMS ჰაერსაწინააღმდეგო ორი სისტემის მიწოდების შესახებ შეერთებულმა შტატებმა ივლისის დასაწყისში დააანონსა. სექტემბერში კი პენტაგონში განაცხადეს, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას მომდევნო ორი თვის განმავლობაში გადაეცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×