რეზონანსი
11.10.2022

კახეთის მთავარ სამმართველოში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს ფემიციდის საქმეზე დაკავებული 22 წლის მამაკაცი. 

მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ თორნიკე გამხვეტელაშვილს არ სურს გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია.  პროკურატურა კი, აღკვეთ ღონისძიებაზე პატიმრობის შუამდგომლობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

"კურიერი" მოკლულის ოჯახს ესაუბრა, ახლობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას მოსამართლე მამუკა წიკლაურს აკისრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ რომ არა ძალადობის ფაქტზე მისი გადაწყვეტილება, სადაც მამუკა წიკლაურმა აღკვეთ ღონისძიებაზე ნაკლებად მსუბუქი ფორმა გამოიყენა და 22 წლის მამაკაცი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, შესაძლებელია ეს დანაშაული არ მომხდარიყო. 

"ის გარეწარი ციხიდან არ უნდა გამოსული და ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. იმდენად ჰყავდათ იმ გარეწრებს ჩემი შვილი დაშინებული, რომ 5 თვის განმავლობაში პოლიციაში ვერ მივიყვანე. ზუსტად ის გარეწარი ეუბნებოდა 6 წლის და წლინახევრის ბავშვზე, რომ ყელი უნდა გამოვჭრა შენს შვილებსო,"- აცხადებს მოკლულის დედა.

22 წლის კაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×