რეზონანსი
09.10.2022

იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე", „კრედიტ სუისმა" მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას" განუცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბანკის მხრიდან საქმეში ფინანსური ინტერესის არარსებობისას ლოგიკურად ერთადერთ ინტერესად პოლიტიკური რჩება. ამ რეალობის გათვალისწინებით კი მინიშნებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მისი ადვოკატისა თუ ექსპერტების მხრიდან გაკეთდა, საფუძვლიანია.

„გადავიარეთ ზეწოლის არაერთი ტალღა, რაც უკავშირდებოდა ომის რიტორიკის გაღვივებას და ეს ხორციელდებოდა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის, მათთან დაკავშირებული არასამთავრობოების მხრიდან. ასევე, ეს ხორციელდებოდა ქვეყნის გარეთ, როგორც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან, ასევე ცალკეული უცხოელი ლობისტების მხრიდან. პირდაპირი მოწოდება იყო ომისკენ, ამას ჩვენ არ ვაკეთებდით და ამასთან ერთად მიდიოდა პირდაპირი ღია შანტაჟი.

ასევე, იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე", „კრედიტ სუისმა" მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ ამ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ. ეს ნაბიჯები შეიძლებოდა თეორიულადაც ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები. ხშირად უთქვამთ ოპონენტებს, მოუწოდებიათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. დაბრუნება შეიძლება აინტერესებდეთ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან რაღაც უნდა უკარნახოს ხელისუფლებას. ამას ვერ აღწევენ. შანტაჟი გრძელდება. შანტაჟი გრძელდება სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის რია შანტაჟი, იგივე უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. ეს ყველაფერი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საქმე თავისი შინაარსით არის არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×