რეზონანსი
09.10.2022

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია.

შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს მოხდა, ,,მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომობილში მყოფი 2 პირი და 4 არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან,

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "აიპიენი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×