რეზონანსი
09.10.2022

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. როგორც ბაქოში აცხადებენ, 8 ოქტომბერს საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ვარდენისის და გორისის რაიონის დასახლებების მიმართულებიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ხორციელდებოდა, სამიზნეს კი ქალბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანული ძალები წარმოადგენდნენ. მათივე ცნობით, 9 ოქტომბერს დილით სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსენს ლაჩინის რაიონის მიმართულებით. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, მიღებული იყო ადეკვატური ზომები.

თავის მხრივ, ერევანში აცხადებენ, რომ 8 ოქტომბერს საღამოს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაუხსნეს ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ ნაწილში დისლოცირებულ სომეხ სამხედროებს. სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სროლა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ხორციელდებოდა. მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნენს.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ბაქო და ერევანი ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×