რეზონანსი
09.10.2022

კითხვა "მშვიდობისმყოფელებს", გსურთ მოლაპარაკება? - ალგორითმი მარტივია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერზე" განაცხადა.

„1. იხილეთ ფოტოები/ვიდეოები მასობრივი სამარხებიდან.

2. შესთავაზეთ კრემლს ჯარის გაყვანა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან.

შექმენით ტრიბუნალი და მოითხოვეთ რუსი ომის დამნაშავეების ექსტრადიცია.

ნაკლები ფანტაზია, მეტი რეალობა", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი თუქულ პრო-სამთავრობო გაზეთ Milliyet-ზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავლობას ცდილობს.

გამოცემა Milliyet-ი იუწყება, რომ თურქულმა მხარემ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა, რომელშიც ასევე რუსეთიც შედის.

მედიის ცნობით, გაურკვეველია, ჩაერთვება თუ არა მოლაპარაკებებში უკრაინაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×