რეზონანსი
09.10.2022

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშილი გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

"სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაცია, მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას რომელთაც ასე ძალიან უყვარდათ.

მან ძალიან ბევრი გააკეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის, ქვეყნისთვის.

იყო საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით, პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული.

დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის,რეგიონისთვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.

შალვა ბერძენიშვილი რწმუნებულის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×