რეზონანსი
09.10.2022

ყირგიზეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" ყირგიზეთის ბიურო ავრცელებს.

როგორც ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, წვრთნების ჩატარება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

როგორც მედიასაშუალება წერს, 14-17 სექტემბრამდე პერიოდში ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც ყირგიზეთის 63 და ტაჯიკეთის 41 მოქალაქე დაიღუპა.

მხარეებმა საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ამის შემდეგ, ყირგიზეთის მთავრობამ მოუწოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, საზღვარზე შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×