რეზონანსი
09.10.2022

ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტი" უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, კრემლი ყირიმის ხიდზე მომხდარზე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს დააკისრებს, რათა ვლადიმირ პუტინს კრიტიკა აარიდოს.

ყირიმის ხიდზე მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ამასთანავე, კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ „თავდაცვის სამინისტროს დაპირებების მოსმენის ნაცვლად" რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა უნდა დაიწყოს.

პარალელურად, რუსი სამხედრო ბლოგერების მხრიდან უკვე ისმის კრიტიკა ვლადიმირ პუტინის მისამართით. კერძოდ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ „თუ პუტინი საპასუხო ზომებს არ მიიღებს, ეს მის პიროვნულ სისუსტედ აღიქმება", და ამბობენ, რომ „ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა კრეისერ „მოსკვას" ჩაძირვა, ტყვეების გაცვლა ან ხარკოვის ფრონტზე უკრაინული ჯარის წარმატება პუტინი კომენტარს პირადად უნდა აკეთებდეს".

ყირიმის ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. რუსეთში აფეთქებასთან დაკავშირებით სამთავრობო საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ბოლო მონაცემებით, ხიდის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×