რეზონანსი
09.10.2022

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ბენეფიტები თითოეულ მოქალაქეს ქრონიკული მედიკამენტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ექნება.

„დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება. შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამენტს მოვიცავთ.

ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“, – განაცხადა "იმედის" ეთერში ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×