რეზონანსი
08.10.2022

დღეისათვის, დაახლოებით 24 მილიონის ფარგლებში ვიხდით ქრონიკული მედიკამენტებისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებიდან, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„იანვრიდან, როცა უკვე რეფერენტულ ფასებს შემოვიტანთ შეეხება ამ მედიკამენტებსაც და რასაკვირველია იმათი მაქსიმალური ფასიც განისაზღვრება და იმ 24 მილიონით გაცილებით მეტი მედიკამენტის მოცვა შეგვეძლება. ეს ბიუჯეტიც გავაორმაგეთ - 50 მილიონი. მნიშვნელოვნად იზრდება როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე ჩვენი მოქალაქეების მოცვა ქრონიკული მედიკამენტების კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვან შედეგს და კმაყოფილებას მოიტანს მოქალაქეების მხრიდან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×