რეზონანსი
08.10.2022

მგონი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის გაჭირდება იმის თქმა, რატომ გაუშვეს მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სადღაც,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, მისი პარტია სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ითხოვდა და კარგია, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობაც“ აჰყვა.

„გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა ყოფილიყო. ჩვენ ამას მისი დაპატიმრების დღიდან ვითხოვდით და კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგვყვა. სულ ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და დღესაც ამ აზრზე ვართ. ვამჯობინებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ქართველებს მოგვშორებოდა და ისე გვეცხოვრა ამ ქვეყანაში, მაგრამ, მგონი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის გაჭირდება იმის თქმა, რატომ გაუშვეს მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სადღაც. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არგუმენტი იქნება დასაძლევი და მიხეილ სააკაშვილსაც ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა მოუწევს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×