რეზონანსი
08.10.2022

დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ეგვიპტის მოქალაქეს ბრალი უკვე წარედგინა. თუმცა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა უძღვოდა წინ 40 წლამდე ქალის მკვლელობას.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა დიღომში, ფარნავაზ მეფის 35 ნომერში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მსხვერპლის, 40 წლის ქალის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები და ჭრილობები აქვს მიყენებული. იქვე დააკავეს ბრალდებულიც, რომელიც გაქცევას შეეცადა. მანამდე 112-ის ცხელ ხაზზე ბინის მესაკუთრემ დარეკა, რადგან ეგვიპტელი ახალგაზრდა არც ზარს პასუხობდა და არც კარს აღებდა.

დაკავების გარემოებები აღწერილია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაშიც, სადაც ნათქვამია, რომ როდესაც მაშველები კარის გატეხვას ცდილობდნენ, ამ დროს ბრალდებულმა კარი შიგნიდან გააღო და გაქცევას შეეცადა. 20 წლის ეგვიპტელი ახალგაზრდა ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. სასამართლო სხდომა ხვალ დილით გაიმართება. შესაძლოა ბრალდებულმა სწორედ მოსამართლის თანდასწრებით დაარღვიოს დუმილი და აღიარების შემთხვევაში მოტივზეც ისაუბროს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×