რეზონანსი
08.10.2022

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიელი გულშემატკივრების გულებს უფრო მეტად იპყრობს. ქართული, იტალიეტებისთვის ძნელად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ.

ხვიჩა კვარაცხელია ყოველდღიურად წინ მიიწევს. ფეხბურთელი Serie A-ს თვის (აგვისტო) საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

„ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერასა, გუნდის მიზნებთან ერთად, მის ოჯახზეც ისაუბრა.

„თითქმის ყოველთვის ჩემთან ერთად არიან მშობლები და ჩემი ორი ძმა - ერთი უფროსი და ერთი უმცროსი, თორმეტი წლის. საქართველოშიც თამაშობს და მართლა ძალიან კარგია. თორნიკე „ნაპოლიში"? რატომაც არა. ჩემი საცოლე? ამ წუთში საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან ჩამოდის, ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს", - განაცხადა ქართველმა ტალანტმა.

გუნდის მიზნებზე საუბრისას, ხვიჩამ თქვა, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ მისი სურვილი მწრევლაზე ასვლაა.

„ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ გავხდე უკეთესი ადამიანი და მინდა კიდევ უფრო კარგად ვითამაშო, რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მსურს მწვერვალზე ასვლა.

გუნდის მიზანი კი, რა თქმა უნდა, სკუდეტოა, რაც დიდი ოცნებაა - ასევე ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში გადასვლა, მაგრამ საზღვრები არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ. ჩემპიონობა თუ ლიგა? რატომ უნდა ავირჩიო - ორივე მინდა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×