რეზონანსი
08.10.2022

2022 წლის აგვისტოში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 19.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.8%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77.3%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.8%-ს შეადგენდა,"- აღნიშნულია კვლევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×