რეზონანსი
08.10.2022

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საწვავის ფასების კლება ოქტომბერშიც შენარჩუნდება.

მისივე თქმით, საწვავი გაიაფების ტენდენციით აგვისტოდან ხასიათდება.

„საწვავის ფასები აგვისტოდან კლებას აჩვენებს. ჩვენი დაკვირვებით, აგვისტოში ფასზე 30-50-თეთრიანი კლება იყო ყველა ტიპის საწვავის შემთხვევაში, სექტემბერში კი - 10-30 თეთრიანი კლება. ბირჟებზე დღეს არსებული სურათი და კურსის სტაბილურობა გვაფიქრებინებს, რომ ოქტომბერიც იქნება კლების კონტექსტში. დღეს ფასი ოთხ ლარს ზემოთ მხოლოდ გარკვეული სახეობის დიზელზე რჩება. იმედია, რომ ოქტომბერში 4-იანი ტაბლოზე აღარ გვექნება", - განაცხადა ლექვინაძემ გადაცემა BMG DRIVE-ში.

ცნობისთვის, კერძო სექტორიც პოზიტიურ პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში საწვავზე ფასების შემცირება კიდევ არის მოსალოდნელი.

საქართველოში საწვავის ფასის განმაპირობებელი ძირითადად ორი ფაქტორია: ლარის კურსი და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი. ლარი კი გამყარების ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო 24 საათში ბარელი Brent-ის ღირებულება 4.1%-ით, 98-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×