რეზონანსი
08.10.2022

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო. საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესში შესატან ცვლილებას. პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები სამართლებრივად თანხვედრაში არ არის, მზად არიან კანონპროექტზე იმუშაონ, რადგან აღნიშნული საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციების შესასრულებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანის საკითხზე მსჯელობა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრას „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჯერჯერობით ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არ იმყოფებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×