რეზონანსი
08.10.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამრიკო მოლაშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ვეტერანი სპორტსმენის ლევან თედიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მას სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა სჭირდება;

„მართლა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!

ლოგინზე მწოლეარე ადამიანი იცანით ვინ არის?!

სახელმწიფოსგან მიგდებული, ყველასგან მიტოვებული ლევან თედიაშვილი...

დიახ!

ლევან თედიაშვილია...

დაუცველი, 

უსუსური, 

გაუბედურებული,

ადამიანი-ლეგენდა.

მასთან ნაცნობობით, თუ მეგობრობით ყველა ვამაყობდით.

სხვათაშორის ძლიერი დარტყმა მან მიიღო ნაცების დროს.

ამ დევნის შემდეგ სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა.

დღეს აი, სადამდე დაგვიყვანეს!

არა! 

ეს უკვე არავითარ ჩარჩოში ჯდება!

"ალიონში" მუშაობისას ლევანზე სიუჟეტი გავაკეთე.

იცით რა მითხრა თავის შვილზე, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა?

-უფალმა მომცა, 

უფალმა წაიყვანა,

მადლობა უფალს!

ამ სიტყვების შეგრძნება და თქმა მხოლოდ ლევან თედიაშვილს შეუძლია.

ნოდარ კირკიტაძემ იპოვა. დღეს ის პატრონობს.

კახა კახიშვილი, დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს უყურადღებოდ არ დატოვებ.

მე მჯერა შენი!

კახა კალაძე, ლევან თედიაშვილი, სხვა თაშორის, თბილისის საპატიო მოქალაქეა...

გამოფხიზლდით!

საით მიგყავთ ქვეყანა?

P.S. 

არ მინდოდაა ლევანის პირადს შევხებოდი.  კომენტარები მაიძულებს დავწერო,  რომ ლევანი ცოლთან უკვე დიდი ხანია არ ცხოვრობს“, - დაწერა თამრიკო მოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×